სასამართლომ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ლექტორს, 9 შვილის დედას, რუსიკო კობახიძეს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის მიზეზით 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
პირველად რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. მას კობა ჩაგუნავამ მაშინ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.




