რუსთავში 12 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუებით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და მის მიმართ გარყვნილი ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.