რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული” ჩატარდება

რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქართული” გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალი, წელს პირველად ტარდება და ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას.
ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება.
როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი “ ირიაო” ასრულებს.
“ფესტივალ “ქართულის” დაარსება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მიზანია, ხელი შევუწყოთ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და გავაკეთოთ ქართული საქმე. წელს “ქართული” ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ტარდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო გაფართოვდება. 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ყველას გელოდებით რუსთავის ცენტრალურ პარკში, აქ მოწყობილ ულამაზეს საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო” – განაცხადა რუსთავის მერმა მ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 25 აპრილს დაიხურება, თუმცა საფესტივალო დღეები 27 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურს-ფესტივალი “ ქართული”, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა