სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად, რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
ტურნირში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. გათამაშებაში ჩართული იყო 12 რეგიონის ნაკრები, ფინალურ ეტაპზე კი, ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის ფარგლებში შერჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქუთაისის აკადემიაში ჩაირიცხებიან. აღნიშნული აკადემია მომავალი წლიდან ტალანტების განვითარების სქემაში FIFA TDS ჩაერთვება.
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის პროექტის ხელმძღვანელი ლეგენდარული საფეხბურთო მწვრთნელი არსენ ვენგერია, რომელიც ამჟამად ფიფას ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს. პროექტის ფარლგებში, სფფ-ის ქუთაისის აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ფიფას მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით ჩატარდება.




