რუსთავში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებენ: „გამოდით“, რითაც მოქალაქეებს საპროტესტო მსვლელობის შეერთებისაკენ მოუწოდებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ღამის საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.