რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველი სასახლის ავთენტური არაფორმალური განათლების ცენტრი შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის მერი , მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
„რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელზე მუშაობაც დავიწყეთ. პროცესში სრულიად ახალი და უსაფრთხო შენობის აშენების საჭიროება გამოიკვეთა. პროექტის დასრულების შემდეგ კი ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ, თუმცა ძველი შენობის ავთენტური იერსახის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს. პარალელურად, ჩვენ სახელოვნებო და არაფორმალური განათლების სფეროს რეფორმირებაზე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ახალი შენობა, ჩვენს პატარებზე და ახალგაზრდებზე მორგებული სერვისებით მაქსიმალურად დავტვირთოთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მერიის ცნობითვე, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის პროექტის პარალელურად, რომელიც ასევე აქტიურად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს სრულიად განახლებულ ქუჩაზე, ახალი არაფორმალური განათლების ცენტრიც ექნებათ.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.