რუსთავში კონკურსის – “წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგა

რუსთავში კონკურსის – “წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია შედგა. წლევანდელი ჯილდო კოლეჯ “ბლექსის” მიერ წარდგენილმა პროექტმა დაიმსახურა, რომელიც ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით მომზადდა.
კონკურსი პირველად შარშან ჩატარდა და პირველი ჯილდო რუსთავს ერგო წილად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით წამოწყებული კონკურსის მიზნად რეგიონებში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)