რუსთავში, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი, ბუნებრივი აირით მოიწამლა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.