რუსთავში გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოსა და ლერმონტოვის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. პროექტი, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ამჟამად მიმდინარეობს საავტომობილო გზის დახაზვა. პროექტი ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება თითქმის 4 მილიონი ლარია.
სამუშაოებს რუსთავის მერი მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად გაეცნო.
“რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი. დასრულებულია გურამიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოსა და ლერმონტოვის ქუჩები. დარჩა, მხოლოდ გამწვანებითი სამუშაოები, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავამატებთ. ამ ქუჩებზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ახალი გზის საფარი და მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა საფეხმავლო ნაწილი”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული