უახლოეს პერიოდში რუსთავს საერთაშორისო სტანდარტების რაგბის აკადემია ექნება, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს ვარჯიშისა და დაოსტატებისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ.
აკადემია ლომოურის ქუჩაზე, იმ ადგილას აშენდება, სადაც რუსთავის ‘ხარები’ 1999 წლიდან, აღდგენის დღიდან ვარჯიშობდა და საქართველოს ჩემპიონატის საშინაო შეხვედრებს ატარებდა. ამჟამად ‘ხარებს’ საკუთარი სარაგბო სტადიონი აქვს, თუმცა ძველი კერაც შეინარჩუნა და მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება.
მშენებლობის დაწყებას საფუძველი ქალაქ რუსთავის მერმა, ქალბატონმა ნინო ლაცაბიძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ, რუსთავის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა ჩაუყარეს. ისინი ‘ხარების’ მორაგბეებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ, სარაგბო აკადემიის პროექტი წარადგინეს და მშენებლობის დაწყების ნიშნად საძირკველში კაფსულა მოათავსეს.
რუსთავის რაგბის ბავშვთა აკადემია 8000 კვ/მ-ზე გაშენდება. მოეწყობა როგორც ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ასევე გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტრიბუნები. პროექტის ღირებულება თითქმის 3 მილიონ ლარს შეადგენს ის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
Rugby.ge
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
7-კაცა | მზადება დაიწყო – ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა
