რუსთავში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. კლდიაშვილის სახელობის სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, სადღესასწაულო კონცერტები ჩატარდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„კლდიაშვილის სკვერში მოწყობილი იყო საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს კერამიკის მოხატვა-გაფერადება შეეძლოთ. გაიმართა ანიმაციური გმირების და მოსიარულე დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, პერფორმანსი ჰელიუმის ბუშტებით, მხატვრული ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მერია ავრცელებს.
1-ელი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში “რანინელებისა” და “კვარტეტ ოთხის” კონცერტით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება