რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაჩერებაზე შევარდა, მოანგრია გაჩერების რკინის კონსტრეუქცია და ტაბლო, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება.