“„რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, თამარ რუხაძე და ზვიად ქორიძე”

„რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, თამარ რუხაძე და ზვიად ქორიძე.
ამ განცხადებით ვითხოვთ გადაცემა „ღამის კურიერში“, რომელიც მიჰყავს ნინო შუბლაძეს, მიეცეს საშუალება მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველს, ადვოკატ მაია მწარიაშვილს, საეთერო დროის კონკრეტულ ინტერვალში გასცეს პასუხი იმ არაზუსტ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე ეთერში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ. ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, მაუწყებლობის ქცევის კოდექსიდან გამომდინარე, ვითხოვთ, მაია მწარიაშვილს, მზია ამაღლობელის ადვოკატს მიეცეს საშუალება, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით“, – თქვა ზვიად ქორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)