რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი კობახიძემ კატარის ელჩად ინიშნება

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ვაკო ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
29 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას “კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ ავალიანის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის თაობაზე”.
განკარგულების მიხედვით, ავალიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას 10 ნოემბრიდან უნდა შეუდგეს.
ყოფილმა ჟურნალისტმა, ვაკო ავალიანმა მიმდინარე წლის ივლისში რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოზიციაზე ბაკურ ბაკურაძემ ჩაანაცვლა. რუსთავი 2-მდე ავალიანი ტელეკომპანია მაესტროს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ