რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვაკო ავალიანი ხელფასის სახით ტელეკომპანიაში თვეში 39 ათას ლარზე მეტს იღებდა, ცოლის სახელზეა რეგისტრირებული იტალიაში შეძენილი ბინა

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვაკო ავალიანი ხელფასის სახით ტელეკომპანიაში თვეში 39 ათას ლარზე მეტს იღებდა | ამის შესახებ მის დეკლარაციაშია საუბარი, რომელიც დღეს, 4 მარტს გასაჯაროვდა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ავალიანმა რუსთავი 2-ში მუშაობის დროს ჯამში 400 ათას ლარამდე თანხა მიიღო: როგორც დირექტორმა – 314 213 ლარი (8 თვეში); როგორც კონსულტანტმა კი 83 329 ლარი (2 თვეში)
🔻 დეკლარაციის მიხედვით, ავალიანი და მისი ცოლი, თამარ ქაფიანიძე თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში ორ მიწის ნაკვეთს ფლობენ, ასევე 3 ბინას თბილისში, ერთს კი ბათუმში. მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული იტალიაში 2025 წელს 185 000 ევროდ შეძენილი ბინა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ავალიანმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, 2024 წელს, 119 000 ლარის ღირებულების ავტომობილი – ტოიოტა რავ4 შეიძინა
🔻 დოკუმენტში ასევე წერია, რომ დეკლარაციის შევსების დროს ავალიანს და მის ცოლს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდათ 26 ათას ლარზე მეტი; 21 ათას ევროზე მეტი; 36 ათას კატარის რეალზე მეტი (26 ათას ლარზე მეტი). ასევე ნაღდი ფულის სახით: 18 ათასი ევრო და 11 ათასი ლარი. ავალიანს 28 ათას დოლარზე მეტის ღირებულების აქციები ეკუთვნის
🔻 ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში საქართველოს ელჩის პოსტზე 2025 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ