რუსთავი 2-ის დირექტორი BBC-ზე: ჩემს თვალში გახდა სირცხვილის მაგალითი

რუსთავი 2-ის დირექტორი ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ BBC მის თვალში “სირცხვილის მაგალითად” იქცა.
ამ განცხადებით ის ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა.
“სულ რამდენიმე რაღაც, ან ვინმე, მხიბლავდა და შესაბამისად ვიღებდი მაგალითს. მათი ნაშრომი, შექმნილი და ნამოქმედარი პერიოდულად იწვევდა აღფრთოვანებას. ამ წლების მანძილზე, თითქმის ყველა მათგანმა, ისეთი რამ იკადრა და ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო – სიმდაბლის და სირცხვილის მაგალითი და ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი გახლავთ BBC”, – წერს ის Facebook-ზე.