რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა – შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არ არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
„პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს. ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?