რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთავის ციხესთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები მივიდნენ.
რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები მივიდნენ, რათა მისთვის დაბადების დღე მიელოცათ.
„გილოცავთ, გილოცავთ!“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, – სკანდირებენ შეკრებილები.