“რუსთავის ფოლადის” 150-მდე თანამშრომელი გაიფიცა – როგორია მოთხოვნები?

შპს რუსთავის ფოლადის 150-მდე თანამშრომელი გაიფიცა. როგორც BM.GE-ს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ, თემურ სურამელაშვილმა უთხრა, მოთხოვნებს შორის არის ხელფასის 500 ლარით მატება, ასევე პირობების გაუმჯობესება.
“ამ ეტაპზე დაახლოებით 150 ადამიანია გაფიცული, საწარმო გაჩერებულია. მედიაციაზე ორ საამქროს ჰქონდა მომართული, რომლებიც ორი ძირითადი საამქროა. მათი მოთხოვნებია: ხელფასის 500 ლარით მატება, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამოსწორება, სასადილოს ჰიგიენური ნორმების გამოსწორება და კვების რაციონის შეცვლა, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს 50%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება. ეს საკითხებია სამედიაციო მოთხოვნებში ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან უკუკავშირი არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ დამსაქმებელთან შესახვედრად და პრობლემის მოლაპარაკების მაგიდასთან გადასაწყვეტად”,- ამბობს თემურ სურამელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…