რუსთავის სპორტის სასახლეში კიბერ ფეხბურთში მასშტაბური ტურნირი – „რუსთავის თასი 2025“ ჩატარდა

რუსთავის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ისტორიაში, კიბერ ფეხბურთში ყველაზე მასშტაბური ტურნირი – „რუსთავის თასი 2025“ ჩატარდა.
ტურნირი რუსთავის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 300-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის მეორე ეტაპზე გადასული 128 მონაწილიდან, კი გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულ სპორტსმენს, ,,რუსთავის თასი- 2025“ და ფულადი ჯილდო, ტურნირის ყველა მონაწილეს კი, რუსთავის მერიის სპეციალური საჩუქარი გადაეცა.
ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ალექსანდრე დალაქიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი დაესწრნენ.
,,რუსთავის თასი 2025″- ში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო. კიბერ ფეხბურთი ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებისთვის საინტერესო სპორტის სახეობაში, მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი ჩაგვეტარებინა.
კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ და რუსთავის სპორტის სასახლემ, ჩვენს ახალგაზრდებს, მასშტაბურ ტურნირში ჩართვის შესაძლებლობა მისცა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის გარდა, კიბერ ფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და ივნისში მესტიაში დასრულდება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი, 100 000 ლარია.
,,ქალაქ რუსთავს ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი დღესასწაული აჩუქა კიბერ ფეხბურთს. ამ დისციპლინის მოყვარულთათვის, ეს მართლაც დიდი ზეიმია, ასეთი ყურადღება ჩვენ არ გვიგრძნია და რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ქალაქ რუსთავს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ღონისძიების ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში იყო ჩართული. რაც მთავარია, ,,რუსთავის თასი” ამით არ დასრულებულა და გამარჯვებული მიდის მესტიაში საქართველოს თასზე, რაც ამ პროექტს უფრო მეტ გრანდიოზულობას სძენს”, – განაცხადა კიბერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან გოგორელიანმა.
პროექტის მიზანი, რეგიონებში კიბერ ფეხბურთის ხელმისაწვდომობა და კიბერ სპორტის განვითარებაა.
კიბერ სპორტი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სპორტის ტრადიციულ სახეობად ითვლება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, სამომავლოდ, მას ოლიმპიურ სახეობადაც განიხილავს. კიბერ სპორტი, ახალგაზრდებში სტრატეგიული, ტაქტიკური, ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ტურნირი, რუსთავის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები