რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია ადასტურებს და სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს: რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ; რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ვაჟა მორგოშიამ და რუსთავის საკრებულოს „ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ბერაძემ.
„რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მე-19 მკ/რ-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, თანამოაზრეებთან ერთად, პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სცადა, წაუყენეს დაუსაბუთებელი ბრალდება ფრაქციის თავმჯდომარეს.
ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე და საქციელზე, ვტოვებთ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას და პარტიას“, – წერს ვაჟა მორგოშია.