რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ.
არსებული ინფორმაციით, გაფიცულია 400-ზე მეტი თანამშრომელი.
მოთხოვნებია 1 თვის წინ გათავისუფლებულთა აღდგენა და ხელფასის 500 ლარით მომატება, ვინაიდან მათი ანაზღაურება არ შეესაბამება იმ მძიმე სამუშაოს, რომელსაც ისინი ასრულებენ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თანამშრომლების თქმით, მათ დირექციას ამ მოთხოვნით 1 თვის წინ მიმართეს, ერთი კვირის წინ კი წერილობით აცნობეს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, გაიფიცებოდნენ.