რუსთავის მერია – რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, კომპანია GWP-მ კიდევ ერთი პროექტი დაასრულა

რუსთავში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროექტის მორიგი ეტაპი დასრულდა. კომპანია GWP გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის ახალ ქსელზე ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი გაეცნო.
,,რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. რუსთავი მერიის გუნდი ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ და ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. დღეს, გაგარინის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური მილსადენის თითქმის ორკილომეტრიანი მონაკვეთის გადაერთება ხდება, რის გამოც სამწუხაროდ გარკვეული დროით ქალაქში წყალმომარაგება შეიზღუდება, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს შეზღუდვა ახალ სისტემაზე გადართვასა და დღეს არსებული პრობლემის დაძლევას ემსახურება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 1.9 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 15 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყო. GWP-იმ გაგარინის ქუჩაზე შესრულებულ პროექტში 3,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„გაგარინის ქუჩის განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაიცლება, რის გამოც, 2 სექტემბერს დღის 15:00 საათიდან, 3 სექტემბრის დღის 13:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობის ნაწილს, წყალმომარაგება შეეზღუდება”, – განაცხადა კომპანია GWP-ის რუსთავის საოპერაციო ცენტრის მენეჯერმა მიხეილ ცირდავამ.
მათივე ცნობით, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი, უკვე მე-3 წელია რაც მიმდინარეობს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”