რუსთავის მერიამ ბაგა-ბაღებში პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ტკბილეულისგან და სათამაშოსგან შემდგარი სასაჩუქრე ყუთი 5900-მა ბავშვმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატარებისთვის საჩუქრების გადაცემას, რუსთავის მერი , მერის მოადგილე კახა გურული და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი 44-ე ბაგა-ბაღში დაესწრნენ.
ქალაქის მერმა პატარებს, მათ მშობლებს და ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„რუსთავში, 5900 პატარა, საბავშვო ბაღებში მერიისგან მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ეს უკვე ტრადიციაა – მეორე წელია, რაც საბავშვო ბაღებში ჩვენს პატარებს ტკბილეულით ვასაჩუქრებთ. ვცდილობთ, რომ ყველას შევუქმნათ საახალწლო განწყობა და მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, ჯამში 8870-მა პირმა მიიღო.