რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მა აღსაზრდელმა მერიისგან საახალწლო საჩუქრები მიიღო

რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, წელს რუსთავის ბაგა-ბაღების 6 ათასამდე აღსაზრდელმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქის ოცდასამივე საბავშვო ბაღში ახალი წლის დადგომამდე, საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებას რუსთავის რამდენიმე ბაგა-ბაღში, ქალაქის მერი , საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.
,,რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პატარებს საახალწლოდ საჩუქრებს გადავცემთ, ნაძვის ხის ანთებისთვის კი ყველა ბაგა-ბაღში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა და მზადებაა. რუსთავის მერიისგან საჩუქარი წელს 6 ათასამდე ბავშვმა მიიღო. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჩვენს პატარას მივულოცო დამდეგი შობა-ახალ წელი”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ცნობით, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის ტრადიცია, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, რუსთავში მესამე წელია გრძელდება.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, ბაგა-ბაღებში არაერთი პოზიტიური სიახლე დაინერგა. სისტემატურად ახლდება ინვენტარი, დანერგილია ნუტრიციოლოგების შედგენილი კვების მენიუ, გაზრდილია ბაგა-ბაღების თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, პედაგოგები და აღმზრდელები ჰუმანური პედაგოგიკის სპეციალურ კურსს, ცნობილი მეცნიერის, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გადიან.
ამ ეტაპზე, რუსთავში, ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე