რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას აქვეყნებს დედაქალაქის მერია.
· 2 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება: რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ;
· 2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია