რუსთაველი – მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

დედაქალაქის მერმა მ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის, შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას საბაგირო გზის ტექნიკური დეტალებიც გააცნო.
„საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული 5 საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო. დღეს ხედავთ, როგორი ლამაზია ის აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, პროექტის განხორციელებაში ჩართულ კომპანიებს – „დაგს“ და „დოპელმაიერს“, ასევე, განსაკუთრებით გამოყო პატარკაციშვილების ოჯახის დამსახურება მთაწმინდის პარკის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება არსებითად ზრდის დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალს.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა 2 შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია, ასევე, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიხილეთ ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ჯგუფ „მგზავრებზე“ – როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”

მივმართავ უწყებათაშორის კომისიას და ყველა საერთაშორისო აკრედიტებულ სადამკვირვებლო მისიას, „მთავარი არხისგან“ გამოითხოვონ უწყვეტი კადრი, ასევე, პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტები აისახოს შესაბამის დასკვნებში