რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – პროტესტის 29–ე დღე თბილისში

ფოტო: IPN
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
ქალაქის რამდენიმე ნაწილიდან ამ წუთებშიც მიემართებიან მარშებით ადამიანები რუსთაველისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს