რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – საპროტესტო აქციას მსვლელობით საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები და ისტორიკოსები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.
მოქალაქეები უკვე მე-20 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.
პარალელურად, რამდენიმე დღეა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან საპროტესტო მარშს მართავენ. დღესაც, დღის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მარში მოეწყო – იყო სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა.
ასევე დღევანდელ აქციას შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან იყვნენ შეკრებულები ლოზუნგით – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც განათლება დასავლურ ქვეყნებში მიიღეს ან სურთ, რომ დასავლეთში განაგრძონ სწავლა.
გარდა ამისა, აქციას შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და ისტორიკოსები.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით