რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან ფილმის ჩვენებაა

დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია – მიუხედავად უამინდობისა, პროტესტის 133-ე დღესაც მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან და ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს სთვის მიბარებაზე უარს ეუბნებიან.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, რომელიც “ფედერალისტებმა” მოამზადა. ს განცხადებით, ფილმში რუსული სისასტიკე და ყველა ის გამოწვევაა აღწერილი, რომლის წინაშეც საქართველო დღესაც დგას.
ჩვენ, ფედერალისტებს მყარად გვჯერა, რომ ქართველებს ბევრი რამ გვაერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის ისტორია, ჩვენი აწმყო. ჩვენი აწმყო შობილი არის ჩვენი წარსულისგან და ამის ჩვენება გვინდა, რომ ჩვენ ერთ დროს ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ერთად მოვიპოვეთ, ერთად გვიხაროდა და ახლა ერთად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რუსულ რეჟიმს, რომ ეს დამოუკიდებლობა დაგვაკარგვინოს”. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან