რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება – რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ განახლება შესაძლოა პროტესტის შეზღუდვის მიზანს ემსახურებოდეს და რას ამბობს მმართველი გუნდი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში კითხვები დაისვა. გამოითქვა მოსაზრება, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი 2 წლით იკეტება და ეს შესაძლოა, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის მიზნებს ემსახურებოდეს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ხაჯიშვილი აღნიშნავს, 2024 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ეჭვებს იწვევს. “თუ ამით ჰგონიათ, რომ შეზღუდავენ ჩვენი მოქალაქეების პროტესტს, რომელიც დიდი ალბათობით იქნება, ჩვენ ახალგაზრდებს და პატრიოტებს არ მგონია რომ რაიმე რეაბილიტაცია შეაშინებს,” – ამბობს ხაჯიშვილი.
“ქართული ოცნების” ლიდერების თქმით კი, ბრალდებები აბსურდულია. აღნიშნავენ იმასაც, რომ რეაბილიტაციის პროცესი არც გზის ორი წლით გადაკეტვას გულისხმობს და კითხვაც კი არასერიოზულია.
“არა მგონია რომ 2 წელი იყოს რუსთაველი გადაკეტილი, თუმცა მერიას შეგიძლიათ მიმართოთ და გიპასუხებს,” – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, .
“თქვენ უშვებთ, რომ 2 წლის განმავლობაში იქნება გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და სადღაც მილს რომ ამოიღებენ და ჩადებენ, აქციას შეუშლის ეს ხელს?! – კარგი რაა, ცოტა სერიოზული კითხვები დამისვით თუ შეიძლება,” -აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი წლიდან თბილისის განვითარების ფონდი რუსთაველის გამზირის სარებილიტიციო სამუშოებს იწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს