რუსთაველის გამზირზე 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება – „საქართველო კვლავ დაგიცავ“ მიმდინარეობს – მოქალაქეებს მიმართავს

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ღონისძიება დაიწყო.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს სიტყვით.
თბილისში, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც შეუერთდა.
არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი შეკრებილებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მიმართავს.
დღეს დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.
ამასთან, შეგახსენებთ რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და ასე გამოხატავენ პროტესტს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო