რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
მარშის მარშრუტი უცნობია და მსვლელობის ორგანიზატორები მიმართულებას სპონტანურად ადგენენ.
მსვლელობის დაწყების წინ მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტატო ქელბაქიანმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ აქციების ახალ ფორმას შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მოიფიქრებენ, რათა პროცესს მინიმალური ზიანი მიადგეს.
„საქართველო ადექი, აჯანყდი“, „ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად