რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.
მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, ისინი მთავრობის სახლთან აპირებენ, აშხაბადში „საქართველოს ბედის გადაწყვეტა“ გააპროტესტონ.
“საქართველო ადექი, აჯანყდი”, “ბოლომდე, ბოლომდე”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები მსვლელობის პროცესში.
მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა, სადაც ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ