რუსთაველის გამზირზე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში დაიწყო.
მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან, სადაც დიდ აქციას შეუერთდებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის დღეს გამართვას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან დღეს -ის მთავრობას ახალი ადმინისტრაცია გადაიბარებს.
მარშის მონაწილეების განცხადებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, ამერიკასა და საქართველოს შორის 30-წლიანი მეგობრობა ჩამოშალოს, ეს მსვლელობა კი აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს.
„მარშის მიზანია იმის ხაზგასმა, რომ 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენა მოვახერხეთ, აშშ-ის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დემოკრატიის განვითარებაში. დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ხიდების დაწვას დასავლეთთან, ჩვენს იზოლაციას და პირისპირ დარჩენას ს ფედერაციასთან. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი პარტნიორობა ურყევია, ეს რეჟიმი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. დემონსტრირება ხდება იმისა, რომ ამერიკულ-ქართული მეგობრობა, პარტნიორობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ქართველი ხალხის ამისკენ სწრაფვა უცვლელია“, – განაცხადა ქართულ-ამერიკული მარშის მონაწილე ტატო ქელბაქიანმა.