რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე საქართველოსა და ამერიკის დროშებით გამოხატავენ პროტესტს, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, დღეს არ აქვთ მსვლელობა დაგეგმილი, ამიტომ პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან გამოხატავენ.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




