რუსთაველის გამზირზე საქართველოს დროშა გაშალეს

რუსთაველის გამზირზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს – მოქალაქეები, რომლებმაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს, გავრილოვის ღამეს იხსენებენ, როცა “ქართულმა ოცნებამ” მომიტინგეები სასტიკი მეთოდებით დაარბია.
მოქალაქეები პარლამენტთან 20 ივნისის ღამის სიმბოლიკით არიან წარმოადგენილები. საუბარია წითელ თვალსახვევზე. აქტივისტებმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის გასახსენებლად შადრევანში წითელი საღებავიც ჩაასხეს.