რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია.
აქციას „საზმაუს მარში“ შეუერთდა, რომლის მონაწილეებიც თავდაპირველად რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და გეგმა წარადგინეს. გეგმის თანახმად, მოხდება საპროტესტო მარშების რუტინის ეტაპობრივი ცვლილება – გაფართოვდება და გამრავალფეროვნდება. ასევე, გეგმა ითვალისწინებს დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობასა და მასშტაბურ ღონისძიებებს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 315 დღეა მიმდინარეობს.