რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
გზის გადაკეტვამ რამდენიმე მძღოლში უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის, ერთ-ერთი მძღოლი და მისი თანამგზავრი აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების შემდეგ მოქალაქეებმა პროტესტი გააგრძელეს. ამ წუთებში რუსთაველზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე 314-ე დღეა მიმდინარეობს.