რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 292-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. ისინი ასევე ითხოვენ სასამართლო პროცესების გაშუქებას, რომელიც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად აიკრძალა.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!” , “ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მსვლელობის დროს იყო დაპირისპირებაც, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ აედევნა რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთს იარაღი ჰქონდა. ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი