რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-16 დღე დასრულდა. გამზირზე “თბილსერვისის” ჯგუფი დასუფთავებით სამუშაოებს დაიწყეს, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობაც აღდგება.
თბილისის მასშტაბით, დღეს აქციები დილიდან დაიწყო. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტი სხვადასხვა წერტილში დააანონსეს, საიდანაც რუსთაველის მიმართულებით მსვლელობები გამართეს.
კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ: IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა