რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის 219-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდეს პროტესტის ფარგლებში დაკავშირებული ყველა პირი და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას რესპუბლიკის მოედნიდან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარშიც შეუერთდა.
