რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 203-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!”, – სკანდირებენ ისინი.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო