რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
ამასთან, “ძალა სტუდენტების ერთობაშია!” – ამ ლოზუნგით პროტესტის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეუერთდნენ.
ასევე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეები.
მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3-თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა – „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა