რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 28- ე დღე დასრულდა. ამ დროისთვის გამზირზე მომიტინგეების მცირე ნაწილი რჩება.
წინა დღეების მსგავსად, დღესაც დღის განმავლობაში დედაქალაქში რამდენიმე მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი ს დანიშვნა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – იყო მეგობრული გარემო – თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა სუფრას და სიძეც, ყველა პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია – რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებულია წერილი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსიდან”, გამომძიებელმა ამოიღო