რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
აქციის მონაწილეები სანთლებით ხელში შობის ღამეს ერთად შეხვდნენ, “ალილო” იმღერეს და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცეს.