რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილმა მონაწილეებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი საბჭოთა საქართველოს პერიოდის ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრება შეკრებილებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ლექციის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას