რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციას აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაჰყავს.
ადგილიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა მოხდა თუა არა მათი დაკავება, ამ დროისთვის, უცნობია.
მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }