რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა დღესაც გადაკეტეს.
მოქალაქეები უკვე 200 დღეა გამოხატავენ პროტესტს.
აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”. მათ თან აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
