რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, შეკრებილებს მიმართავს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია, ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“ მიმდინარეობს.
აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, „ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და ამ მიზნით, არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს იჭერს“.
აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, მათ შორის აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, .
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, წარწერით “არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, მომავალი ჩვენია!, “რეჟიმი გვიკლავს მშობლებს, რეჟიმი ნელ-ნელა ყველას მოგვკლავს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)